კრიშტიანურ რონალდუმ თავის საფეხბურთო კარიერაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინის „იუვენტუსის“ შემადგენლობაში პირველია, რომელმაც ყველა ტურნირზე 100 გოლი გაიტანა.
იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში „იუვენტუსმა“ სტუმრად „სასუოლო“ 3:1 დაამარცხა და რონალდუმ ერთი გოლი გაიტანა.
36 წლის კრიშტიანუმ „იუვენტუსის“ მაისურით მეტოქეთა კარი 100-ჯერ სამ სეზონში აიღო.
რობერტო ბაჯომ და ომარ სივორიმ იმავე ნიშნულს 4 სეზონში მიაღწიეს, ხოლო მიშელ პლატინიმ – ხუთში.
გარდა ამისა, რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში პირველია, რომელმაც 100 ან მეტი ბურთი სამი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშის დროს გაიტანა.
მან „მანჩესტერ იუნაიტედში“ 118 გოლი მიითვალა, მადრიდის „რეალში“ – 450, ხოლო „იუვენტუსში“ – 100.
გარდა ამისა, კრიშტიანუმ პორტუგალიის ნაკრებში თავის ანგარიშზე 103 გოლი ჩაიწერა.
