„მილანის“ 7 გოლი 25 წლის შემდეგ

0
5

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში „მილანმა“ სტუმრად „ტორინო“ 7:0 დაამარცხა.

ბოლო 25 წლის მანძილზე „როსონერიმ“ ერთ მატჩში 7 გოლი პირველად გაიტანა. მანამდე, მილანელებმა „კრემონეზეს“ 7:1 აჯობეს.

გარდა ამისა, „მილანმა“ 2001 წლის შემდეგ პირველად,  სტუმრად ერთ მატჩში 6 ან მეტი ბურთი შეაგდო – მაშინ „როსონერიმ“ თანაქალაქელი „ინტერი“ გასვლაზე 6:0 გაანადგურა.

„ტორინოსთან“ მატჩში „მილანმა“ ერთი გოლი პენალტიდან გაიტანა. სტეფანო პიოლის შეგირდება ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში თერთმეტმეტრიანი 18-ჯერ დაარტყეს.

„როსონერიმ“ თავისი მიღწევა გაიმეორა, რომელიც 1950-1951 წლების სეზონში ჰქონდა.

სხვათა შორის, გასულ სეზონში 18 პენალტი რომის „ლაციომ“ დაარტყა.

აქვე გეტყვით, რომ “მილანმა” მიმდინარე სეზონში სტუმრად 15 მატჩი მოიგო და “ინტერის” მიერ 2006-2007 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.