იმობილე „ლაციოს“ ისტორიაში შევიდა

0
2

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში შინ „პარმასთან“ 1:0 მოგებულ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.

31 წლის იმობილემ, რომელიც „ლაციოში“ 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდის ყველა ტურნირზე ჩატარებულ 217 შეხვედრაში 150 გოლი გაიტანა.

მან სილვიო პიოლას რეკორდი ერთი ბურთით გააუმჯობესა და „ლაციოს“ არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

მიმდინარე სეზონში იტალიელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე გამართულ 39 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო. მან იტალიის ჩემპიონატის ბოლო 6 თამაშში მოწინააღმდეგეები 6-ჯერ დაამწუხრა.

იმობილე გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი და თავდამსხმელი გახდა. ამასთანავე, ევროპის საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცი“ მიიღო.

ის შარშან იტალიის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.