„არსენალმა“ სტუმრად „ჩელსის“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აჯობა

0
5

ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ სტუმრად თანაქალაქელ „ჩელსის“ მინიმალური ანგარიშით მოუგო.

მატჩში ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე სმიტ როუვიმ გაიტანა.

„არსენალმა“ პრემიერ ლიგაში გასვლაზე „ჩელსი“ 2011 წლის შემდეგ პირვალდ დაამარცხა. მაშინ, „მეთოფეებმა“ მეტოქეს 5:3 აჯობეს.

გარდა ამისა, „არსენალი“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 4 თამაშია „ჩელსისთან“ არ მარცხდება.

სხვათა შორის, თომას ტუხელის დანიშვნის შემდეგ „ჩელსიმ“ ყველა ტურნირზე მესამე თამაში წააგო და სამივე სახლში.

„არსენალთან“ დაპირისპირებამდე „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაში „სტემფორდ ბრიჯზე“ „პორტუსთან“ (0:1), ხოლო ინგლისის ჩემპიონატში „ვესტ ბრომვიჩთან“ (2;5) დამარცხდა.

გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე გამართულ 26 თამაშში „ჩელსიმ“ 17-ჯერ გაიმარჯვა, 6 ფრე ითამაშა და 3-ჯერ უქულოდ დარჩა.