შენგელიას 10 ქულა და გამარჯვება „ნიჟნი ნოვგოროდთან“

0
6

მოსკოვის ცსკა-მ, სადაც თორნიკე შენგელია გამოდის, VTB ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში შინ „ნიჟნი ნოვგოროდს“ უპრობლემოდ მოუგო – 84:59.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 20:01 წუთი გაატარა და 10 ქულა დააგროვა.

მან შვიდიდდან 4 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. გარდა ამისა, შენგელიას ანგარიშზე 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასია.

პლეი-ოფში სერია ორ მოგებამდეა და ცსკა მომდევნო შეხვედრას 13 მაისს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას გუნდი ევროლიგის ოთხთა ფინალშია, რომელიც კიოლნში გაიმართება და 28 მაისს თურქეთის „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდება.