ქოჩორაშვილის მეოთხე მატჩი და ზავი „ბარსელონასთან“

0
4

გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში „ლევანტეში“ მეოთხე თამაში ჩაატარა.

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში „ლევანტემ“ „ბარსელონა“ მიიღო და მატჩი 3:3 დასრულდა.

მატჩის 25-ე წუთზე ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, რომელმაც მიმდინარე წელს ჩატარებულ 28 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. მან ამ სეზონში ლა ლიგაში 29 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

34-ე წუთზე სტუმრები პედრიმ კიდევ უფრო დააწინაურა. 57-ე წუთზე მელერომ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ორ წუთში მორალესმა ანგარიში გაათანაბრა.

64-ე წუთზე დემბელემ „ბარსა“ წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, მაგრამ 83-ე წუთზე სერხიო ლეონმა მასპინძლებს ქულა მოუტანა – 3:3.

ქოჩორაშვილი თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო მორალესის მაგივრად. მან ამ სეზონში ლა ლიგაში მეორედ (პირველად “ბეტისთან” 4:3) ითამაშa, ხოლო ესპანეთის თასზე ასევე 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

„ბარსელონამ“ ბოლო 4 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ „ლევანტემ“ მიმდინარე სეზონში „ბარსელონასთან“, „რეალთან“ და „ატლეტიკოსთან“ 8 ქულა აიღო.