ნიდერლადელთა კაპიტანი ევრო-2020-ს გამოტოვებს

0
5

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვირჯილ ვან დეიკი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

„ლივერპულის“ 29 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ოპერაცია გაიკეთა, ამის შესახებ კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა:

„ეს ძალიან გრძელი გზა იყო. მე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. ყველაფერი გამოვიდა და რეციდივი არ ყოფილა. აღდგენითმა პროცესმა საუცხოოდ ჩაიარა.

ბოლო სტადიაზე უნდა გადამეწყვიტა – ვითამაშებდი თუ არა ევროპის ჩემპიონატზე?

იმის გათვალისწინებით თუ როგორ წარიმართა ყველაფერი, გადავწყვიტე, რომ ევროპის ჩემპიონატზე არწასვლა სწორი ნაბიჯი იქნებოდა და გამოჯანმრთელების პროცესის ბოლო ეტაპზე სეზონის დაწყების წინ გავივლი.

კონცენტრირებული უშუალოდ გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდის გავლაზე ვიქნები და ეს რეალური მიზანია, რომლისკენაც ვივლი.

დიახ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ევროპის ჩემპიონატს გამოვტოვებ, მაგრამ ეს უნდა გავითავისო“ – განაცხადა ვან დეიკმა.