„დინამომ“ „საბურთალო“ სანიოლის თვალწინ გაანადგურა

0
6

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში ხვიჩა საბურთალოს გაწვრთნილმა თბილისის „საბურთალომ“ თანაქალაქელი „დინამო“ მიიღო, რომელსაც გიორგი ნემსაძე თავკაცობს და 0:4 წააგო.

განვლილ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო.

მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, როდესაც დინამოელმა გიორგი კუცია მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას სერბმა ზორან მარუჩიშმა აჯობა და თავით გაიტანა – 0:1.

მე-18 წუთზე, ბურთის „წამოსაღებად“ დაცვაში ჩასულმა მოლდოველმა თავდამხმელმა დმიტრი მანდრიჩენკომ ფაქტობრივად მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა თორნიკე ახვლედიანი, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი კიდევ ერთ მოლდოვე ვიქტორ მუდრაკს მოხვდა და კარში აღმოჩნდა – 0:3.

ტაიმის მიწურულს „საბურთალომ“ დაცვაში მორიგი შეცდომა დაუშვა და მარუშიჩის დარტყმის შემდეგ, ბურთი ხელში მუდრაკს მოხვდა, რის გამო, მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა, რომელიც მარუშიჩმა გამოიყენა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთში გიორგი გაბედავამ ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას 28 ქულით ბათუმის “დინამო” ლიდერობს. თბილისის “დინამო” ამდენივე ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “დილა” 22 ქულით მესამეა.