ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა მე-13 ტურში სტუმრად „სამტრედია“ დაამარცხეს, რომელსაც გია ცეცაძე თავკაცობს.
მატჩის 34-ე წუთზე ანგარიში ლაშა შინდაგორიძემ გახსნა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, თამაზ ცეცხლაძეს გასცდა და შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა.
28-ე წუთზე „სამტრედია“ მოედანზე 10 კაცით დარა, რადგან ბოლო იმედის ჯარიმისთვის შალვა ნადირაძემ წითელი ბარათი მიიღო.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე სტუმართა კონტრშეტევის დროს შინდაგორიძემ მახვილგონივრული გადაცემა გაუკეთა ფანცულაიას და მართალია, სამტრედიელი კრისტიან ვიეირა ბურთს მიწვდა, მაგრამ ბათუმელთა ფორვარდმა თავით ბექა ქურდაძის კარი მაინც აიღო.
ბათუმელებს ჩემპიონატში 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ – 3 გამარჯვება და 1 ფრე.
“სამტრედიასა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირების პარალელურად, ზესტაფონში ქობულეთის “შუქურამ” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და 0:1 წააგო.
მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კირკიტაძის პასის მერე ელად-ომარ იმრანმა თავით გაიტანა და თბილისელთა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
