ინიესტამ იაპონურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
4

ანდრეს ინიესტა კარიერის დასრულებას არ აპირებს და იაპონიის „ვისელ კობესთან“ კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა.

„ვისელ კობეს“ პრესსამსახური იუწყება, რომ ესპანელი კლუბში 2023 წლის 31 იანვარმდე დარჩება.

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ექსნახევარმცველი იაპონურ კლუბში 2018 წლის ზაფხულიდან გამოდის. მან ყველა ტურნირზე 77 მატჩი ჩაატარა. 16 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.

ინიესტამ „ვისელ კობესთან“ ერთად 2019 წელს იაპონიის თასი მოიგო, ხოლო 2020 წელს იაპონიის სუპერთასს დაეუფლა.

მას მიმდინარე სეზონის წინ მუხლის ტრავმა ჰქონდა და ამიტომ, ოფიციალურ მატჩებში მხოლოდ მაისიდან მონაწილეობს. ინიესტამ ჯერჯერობით მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა და მოედანზე 72 წუთი გაატარა.