„ვესტ ბრომვიჩი“ გავარდა – ელერდაისის ისტორიული წარუმატებლობა

0
5

ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში „ვესტ ბრომვიჩი“ სტუმრად ლონდონის „არსენალთან“ დამარცხდა და ჩემპიონშიფში გავარდა.

„ვესტ ბრომვიჩი“ 26 ქულით მე-19 პოზიციაზე არიან და დარჩენილ სამ ტურში მე-18 ადგილზე უფრო მაღლა ვერ წაიწევენ.

აქვე გეტყვით, რომ მე-17 ადგილზე მყოფი „ბარნლის“ აქტივში 36 ქულაა.

მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგიდან პირველი „შეფილდ იუნაიტედი“ გავარდა, ხოლო ჩემპიონშიფიდან „ნორვიჩი“ და „უოტფორდი“ დაწინაურდნენ. პრემიერ ლიგის მე-3 საგუზრის მფლობელი პლეი-ოფში გაირკვევა.

„ვესტ ბრომვიჩის“ თავკაც სემ ელერდაისის კარიერაში პირველად მოხდა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

66 წლის ელერდაისი პრემიერ ლიგაში „ბოლტონს“ (2001-2007), „ნიუკასლს“ (2007-2008), „ბლექბერნს“ (2008-2010), „ვესტ ჰემს“ (2011-2015), „სანდერლენდს“ (2015-2016), „კრისტალ პალასს“ (2016-2017) და „ევერტონს“ (2017-2018) ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, რომ „დიდი სემი“ 2016 წლის ივლისში ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, მაგრამ შემდეგ სატრანსფერო სკანდალში გაეხვა და იმავე წლის სექტემბერში თანამდებობა დატოვა.