კავანი ისევ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ შეუტევს

0
4

ედინსონ კავანიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ინგლისური გრანდის პრესსამსახუის ინფორმაციით, ურუგვაელმა თავდასხმელმა ხელშეკრულება 2022 წლამდე დადო.

34 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერს“ 2020 წლის ოქტომბერში შეუერთდა და ყველა ტურნიზე ჩატარებულ 35 მატჩში 15 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა.

კავანის მიერ კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ კომენტარი მანჩესტერელთა ნორვეგიელმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გააკეთა:

„იმ დღეს, როდესაც კავანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, ვთქვი, რომ ის ენერგიას, სიმძლავრეს და ლიდერის თვისებებს შეგვმატებს. მე არ შევმცდარვარ. მან ეს ყოველივე გააკეთა და კიდევ უფრო მეტიც.

ედინსონი ვარჯიშიდან ერთ-ერთი ყველაზე ბოლო მიდის და ახალგაზრდებს მაგალითს აძლევს, რითაც აჩვენებს, ყოველ დღე შენი ვალდებულება როგორ უნდა შეასრულო. ყოველთვის მსურდა, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენილიყო“.