„მანჩესტერისა“ და ფერნანდეშის რეკორდები

0
3

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში სტუმრად ბირმინგემის „ასტონ ვილა“ დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელები თამაშს პირველ ტაიმში გაშვებული გოლის შემდეგ აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გაიმარჯვეს – 3:1.

მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნატედმა“ 10 მატჩში გოლი პირველმა გაუშვა, მაგრამ შემდეგ მოიგო. ეს პრემიერ ლიგის ისტორიაში რეკორდია.

განვლილი შეხვედრის 52-ე წუთზე „იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა.

მან მიმდინარე სეზონში განმავლობაში 13 თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა, რაც კლუბის ისტორიაში მანამდე ვერცერთმა ფეხბურთელმა მოახერხა.

26 წლის ფერნანდეშმა ამ სეზონში მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.