დავითაშვილს „არსენალი“ იწვევს

0
3

ზურიკო დავითაშვილის შეძენა ტულის „არსენალს“ სურს, სადაც გია გრიგალავა გამოდის, იუწყება რუსული მედია.

დავითაშვილს კონტრაქტი ყაზანის „რუბინთან“ აკავშირებს და მიმდინარე სეზონში იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გამოდის.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა 19 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

რუსეთის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში ვოლგოგრადელები სტუმრად „სოჩისთან“ 1:2 დამარცხდნენ, ხოლო დავითაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

„როტორი“ 21 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.