ბითაძის 7 ქულა და მარცხი „ვაშინგტონთან“

0
6

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სათამაშო დღეს „ინდიანა პეისერსი“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, შინ დამატებით დროში „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ 132:133 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ იყო და მოედანზე 15:42 წუთი გაატარა.

მან 7 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 ორქულიანი გამოიყენა.

„ინდიანაში“ ლიეტუეველმა დომანტას საბონისმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 30 ქულა, 13 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა.

„ვაშინგტონის“ ლიდერმა რასელ ვესტბრუკმა, რომელიც საუცხოო ფორმაშია თავი 33 ქულას, 19 მოხსნას და 15 შედეგიან პასს მოუყარა. მან კარიერაში 181-ე სამმაგი დუბლი შეასრულა და ოსკარ რობერტსონის მიღწევა გაიმეორა.

მასპინძლებში ყველაზე შედეგიანი ბრედლი ბილი იყო – 50 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი.

„ინდიანა“ 31 გამარჯვებით და 36 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 11 მაისს სტუმრად „კლივლენდ კავალიერსთან“ ჩაატარებს.