“ტორპედოში” ისევ ფინანსური კრიზისია

0
4

ქუთაისის “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია და ფეხბურთელები პრობლემების მოგვარებამდე ვარჯიშზე უარს ამბობენ.

ამის შესახებ ქუთაისელთა ფან-კლუბი “ჩვენ ვართ ტორპედო” სოციალურ ქსელში იუწყება:

“მესამე თვე დაიწყო რაც ფეხბურთელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს ხელფასები არ აუღიათ.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი განაცხადეს.
დღეს იგეგმება შეხვედრა ქალაქის გუბერნატორთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ დეტალებს აუცილებლად გაგაგებინებთ.

ფაქტი კი ისაა რო იტალიელი ინვეატორები სასწრაფოდ უნდა მოშორდნენ გუნდს, ამ ადამიანებს არ უყვართ ფეხბურთი და მათ ხელში “ტორპედო” უბრალოდ განწირულია.

მათ გარდა არიან დაინტერესებული პირები ვინც იტალიელების წასვლის შემთხვევაში გუნდში მოვლენ.
ამ ეტაპზე მარტო იმის თქმა შეგვიძლია რო საუბარია ქართველ ინვესტორებზე, რომლებსაც ძალიან სურთ “ტორპედოში” მოსვლა და საკმაოდ ამბიციური გეგმებიც აქვთ”.