„შუქურამ“ „სამტრედიას“ თამაში შემოუტრიალა

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილმა ქობულეთის „შუქურამ“ სტუმრად გია ცეცაძის თამაში შემოუტრიალა და ქულა აიღო.

მე-9 წუთზე გივი იოსელიანმა მარცხენა ფრთიდან კუთხური ჩააწოდა და ბურთი როგორც სტუმართა მცველებმა, ასევე მეკარემ ვერ მოიგერიეს, ხოლო შორეულ კუთხესთან მყოფმა ირაკლი რუხაძემ ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.

45-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან მათე კვირკვიამ მეტოქის საჯარიმოშ მყოფი გიორგი ილურიძე მოძებნა, რომელმაც ბურთს მიმაღტულება თავი შეუცვალა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ოთარ კობახიძემ კი, თავისი შანსი გამოიყენა – 2:0.

54-ე წუთზე, მირზა ფარტენაძემ ზუსტი გადაცემით მოამარაგა „სამტრედიელთა“ საჯარიმოში „გახსნილი“ ლევან ინგოროყვა, რომელმაც თავური დარტყმით გაიტანა – 2:1.

74-ე წუთზე, ბრაზილიელი ჟუნინიო მარცხენა ფლანგზე ერთ მოწინააღმდეგეს გაექცა და მასპინძელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ინგოროყვამ საჰაერო ორთაბრძოლა კვრკვიას მიუგო და თავით ბურთს ადგილი კარის ბადეში მიუჩინა – 2:2.

„სამტრედიამ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ცუდი სტარტის შემდეგ, გუნდს ზედიზედ 3 მატჩია არ წაუგია -ერთი გამარჯვება და 2 ფრე.