ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
6

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ფრანგული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნეიმარმა ახალი ხელშეკრულება 2025 წლამდე დადოა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 29 წლის ბრაზილიელი წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს გადასახადების გადახდის შემდეგ, მაგრამ ამ თანხაში ბონუსები გათვალისწინებული არაა.

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მან პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 112 მატჩში 85 გოლი გაიტანა და 51 საგოლე პასი გააკეეთა.

ნეიმარმა პსჟ-სთან ერთად 3-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, 2-ჯერ საფრანგეთის თასი და 2-ჯერ საფრანგეთის ლიგის თასი.

მან გასულ სეზონში პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა.