გლეიზერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებს მოუბოდიშა

0
4

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თანაფლობელმა ჯოელ გლეიზერმა კლუბის გულშემატკივრებს მოუბოდიშა.

მისი წერილი ინგლისური გრანდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

„მსურს დაშვებული შეცდომების გამო ბოდიში მოვიხადო. მადლობა წერილებისთვის, რომლებშიც განმარტეთ თუ რატომ გამოიწვია თქვენში ევროპის სუპერლიგამ აღშფოტება და იმედგაცრუება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ცვლილებები საჭიროა და აბსოლუტურად ყველა საკითხი გულშემატკივრებთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ, მათ შორის ტურნირებში, რომლებშიც გამოვდივართ.

მე და ჩემი ოჯახი „მანჩესტერ იუნატედზე“ ვზრუნავთ და პასუხისმგებლები ვართ ჩვენი პოზიციების გაძლიერებაზე, ფასეულობებისა და ტრადიციების შენარჩუნებაზე.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იქნება ტიტულებისთვის ბრძოლა, სანახაოებრივი ფეხბურთის თამაში, გუნდის შექმნა, რომელშიც მაღალი დონის მოთამაშეები იქნებიან.

ნამდვილად, ბოლო რამდენიმე კვირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილია, რომ კარგად მოსმენა უნდა შეგეძლოს. ჩვნე გვჯერა პრინციპის, რომლის თანახმად გულშემატკივრები კლუბის აქციებს უნდა ფლობდნენ.

ჩვენ გვსურს ერთად მუშაობა, რათა შევიმუშავოთ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც გულშემატკივრებთან ურთიერთობას შეცვლის და გრძელვადიან პერსპექტივაში კლუბს გააძლიერებს.

ჩვენ მალე დავუკავშირდებით ფანებს, რომ სეზონის შემდეგ შეხვედრა შედგეს, სადაც ყველა საკითხს განვიხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ ტურში „ლივერპულთან“ საშინაო მატჩის დაწყებამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანები „ოლდ ტრაფორდზე“ გლეიზერების კლუბიდან წასვლის მოთხოვნით შეიჭრნენ და შეხვედრა ჩაიშალა.