„ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ უგოლოდ გაიყარნენ

0
18

„ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ბოლო 4 მატჩიდან ვერვერთი მოუგო.

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში „ბარსამ“ მადრიდელებს უმასპინძლა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ამრიგად, ზედიზედ 4 თამაშიდან „ბარსამ“ „ატლეტიკოსთან“ 2 ფრედ ითამაშა და 2 წააგო.

კატალონიელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში „ატლეტიკოსთან“ და „რეალთან“ ჩატარებულ მატჩებში გოლი ვერ გაიტანა, ასევე. არც საგოლე პასი გაუკეთებია.

ბოლო 18 წლის მანძილზე პირველად, „ბარსელონამ“ სეზონის მსვლელობისას ვერც „რეალს“ მოუგო და ვერც „ატლეტიკოს“ – 3 მარცხი და 1 ფრე.

აქვე გეტყვით, რომ განვლილ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო „ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა, რომელიც „ატლეტიკოს“ მცველ სტეფან სავიჩთან შეჯახების შემდეგ ყბა მოიტეხა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.