„აინტრახტი“ რაულს ეპატიჟება

0
3

მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ შესაძლოა „აინტრახტი“ ჩაიბაროს.

Goal.com-ის ინფორმაციით, გერმანული კლუბის ხელმძღვანელებს ესპანელი სპეციალისტის ხილვა ფრანკფურტელთა სათავეში სურთ. ამჟამად, 43 წლის რაული „რეალის“ სარეზერვო გუნდის თავკაცია.

„აინტრახტმა“ ახალი მწვრთნელის ძებნა მას მერე დაიწყო, რაც გაირკვა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი ადოლფ ჰიუტერი მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მიაშურებს.

რაული „რეალში“ 1994-2010 წლებში გამოდიოდა, ხოლო გერმანიაში 2 სეზონის განმავლობაში გელზენკირხენის „შალკეში“ გამოდიოდა.