„ვილიარეალის“ პირველი ფინალი და ემერის რეკორდი

0
6

ესპანეთის „ვილიარეალი“ არსებობის ისტორიაში პირველად ევროთასების ფინალში გავიდა.

უნაი ემერის შეგირდებმა ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში სახლში ლონდონის „არსენალს“ 2:1 აჯობეს, ხოლო სტუმრად გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა და „ვილიარეალი“ საპატიო ტიტულისთვის იბრძოლებს.

ემერი გაწვრთნილი გუნდი ევროპა ლიგის ფინალში მეხუთედ ითამაშებს, რაც აბსოლუტური რეკორდია.

მან „სევილიას“ 2014-2015 და 2016 წლებში ევროპა ლიგა მოაგებინა, ხოლო 2019 წელს „არსენალთან“ ერთად „ჩელსისთან“ დამარცხდა. მის გარდა ევროპა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ არავის მოუგია.

ესპანელი სპეციალისტი პირველია, რომელმაც ერთი ტურნირის ფინალში გუნდი 5-ჯერ გაიყვანა.

მანამდე, 4-ჯერ ერთი და იმავე ტურნირის ფინალში თავისი გაწვრთნილი გუნდები ალექს ფერგიუსონმა. კარლო ანჩელოტიმ, მარჩელო ლიპიმ და მიგელ მუნიოსმა ათამაშეს. ოთხივე მწვრთნელის შემთხვევაშო ეს ტურნირ ჩემპიონთა ლიგა/ ჩემპიონთა თასი იყო.

აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის ფინალში გასვლამდე, ევროთასებზე „ვილიარეალის“ საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში იყო.

“არსენალი” 2016 წლის შემდეგ პირველად არცერთი ტურნირის ფინალში ითამაშებს.

„ვილიარეალი“ 26 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გასამართ ფინალში ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება.