უნაი ემერი: „ფინალში თამაში დავიმსახურეთ“

0
13

„ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ევროპა ლიგის ფინალში გასვლით ამაყია და გუნდის ფანებს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ საუკეთესო თამაშის ჩვენებას დაპირდა.

„ფინალში გასვლით ვამაყობთ, რადგან „არსენალი“ ძალიან კარგი გუნდია. პირველი მატჩის მსგავსად, დღესაც გულმოდგინედ ვიმუშავეთ და ფინალში თამაში დავიმსახურეთ.

ძალიან სერიოზულად ვითამაშეთ და ფეხბურთელები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. მთელი საღამო ვიშრომეთ და თავს კარგად ვიცავდით.

ზოგჯერ ბურთს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაკონტროლდებდით. ვაღიარებ, რომ „არსენალს“ გოლის გატანის უკეთესი შანსი ჰქონდა.

ვიცი, რომ „მანჩესტერ იუნატედთან“ დაპირისპირება რთული იქნება, მაგრამ მომენტით ვტკბებით. ამ გუნდთან შეხვედრა დავიმსახურეთ და ჩვენს ფანებს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

„ვილიარეალი“ არსებობის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგის ფინალში გავიდა და 26 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება.