ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდული საფარის მოწყობა დასრულა

0
22

ბათუმის საფეხბუთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა და მოედანი ეროვნული ლიგის, ხვალ ბათუნმის “დინამოსა” და თბილისის “დინამოს” შორის გასამართი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

მინდვრის საფარი მოწყობა ბრიტანულმა წამყვანმა კოპანიამ Sispitches-მა უზრუნველყო კომპანია ანაგის სახსრებით.
მინდვრის ჰიბრიდული საფარი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ საფართან ერთად მოეწყო.

მისი სიმტკიცე რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამდეგობისა და კილიმატური პირობების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს.

მოედნის ჰიბრიდული მინდვრის საფარი გამოყენებულია ისეთ ცნობილ სტადიონებზე როგორებიცაა: მილანის “სან სირო” და ბარსელონას “კამპ ნოუ”.