ზინედინ ზიდანი: „ჩელსიმ“ გამარჯვება დაიმსახურა“

0
5

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „ჩელსიმ“ გაამრჯვება დაიმსახურა.

„შესაძლოა ითქვას, რომ „ჩელსიმ“ გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენ ვიბრძოლეთ, მაგრამ ლონდონელებმა ფინალში თამაში დაიმსახურეს. ჩვენი მოთამაშეებიდან, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, მატჩისთვის ყველა მზად იყო.

ახლა იმედგაცრუებულნი ვართ. კარგ ხასიათზე ვერ იქნები, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს წააგებ. ეს ნორმალური რეაქციაა. ეს რთული მომენტი უნდა გადავლახოთ, ხოლო ხვალ გუნდი ისევ ივარჯიშებს.

ჩემი ბიჭებით ვამაყობ – ვეცადეთ და ძალიან შორს წავედით, ფინალამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა. „ჩელსიმ“ საუცხოოდ ითამაშა, რაც დასაფასებელია.

რეალური საგოლე მომენტები არ გვქონია, ხოლო „ჩელსიმ“ რამდენიმე შექმნა – ფეხბურთი ასეთია. თუმცა, როგორც ვთქვი, ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. დავისვენებთ და ლა ლიგაზე ვიფიქრებთ“ – ციტირებს ფრანგ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

სხვათა შორი, ზიდანს „ჩელსის“ თავკაც თიმას ტუხელის გაწვრთნილ გუნდებთან ჩატარებული 6 თამაშიდან ჯერ არასოდეს მიუგია – 2 წაგება და 4 ფრე.