თომას ტუხელი: „სტამბოლში გამარჯვებისთვის უნდა ჩავფრინდეთ“

0
3

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის აზრით, მისმა გუნდმა მადრიდის „რეალთან“ (2:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ფანტასტიკურად ითამაშა, მაგრამ ჯერ საქმე ბოლომდე მიყვანილი არაა, რადგან ფინალში გამარჯვებას გეგმავს.

„გამარჯვება დავიმსახურეთ. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, რადგან „რეალი“ ბურთს ხშირად ფლობდა და პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მეტოქის კართან ჩვენი თითოეული მისვლა სახიფათო იყო. ფანტასტიკური მატჩი გამოვიდა,

ჩვენ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, რის ხარჯზე თავს უსაფრთხოდ გაცილებით ადრე ვიგრძნობდით, მაგრამ ახლა კრტიკის დრო არაა. ფანტასტიკური მიღწევაა. ჩემს გუნდს ვულოცავ.

ფეხბურთში გოლი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გავუშვა. „რეალი“ ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათოა. მადრიდელებს გოლის გატანა არაფრისგან შეუძლიათ, თუმცა, ამის მიუხედავად საუცხოოდ ვითამაშეთ – ვინდომებდით და გაცუდებული მომენტების მოიუხედავად ხელები არ ჩამოგვიშვია. კონცენტრაცია და პოზიტიური განწყობა შევინარჩუნეთ.

ფინალზე საუბარი ნაადრევია, რადგან ტრავმები ან შესაძლოს სხვა რამ ყოველთვის მოხდეს. იმედია, გადამწყვეტ მატჩზე სრული შემადგენლობით და კარგ სათამაშო ფორმაში გავემგზავრებით. საქმე ჯერ ბოლომდე დასრულებული არაა.

ჩვენ მთელი გზის ბოლომდე გავლა გვსურს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტამბოლში გამარჯვებისთვის უნდა ჩავფრინდეთ“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 აპრილს სტამბოლში ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება და „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.