ჭიაბრიშვილს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

0
8

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა კომიტეტმა თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და 5000 ლარით დაააჯრიმა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში „ლოკომოტივი“ შინ „საბურთალოსთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ჭიაბრიშვილი მთავარი მსაჯის ალეკო აფციაურის ქმედებამ გააღიზიანა და მას ფიზიკურად შეეხო.

სასჯელიდან გამომდინარე, ჭიაბრიშვილი „ლოკომოტივს“ მეორე წრის დარჩენილ შვიდ და მესამე წრის სამ თამაშში ვერ უხელმძღვანელებს.

პარასკევს, 7 მაისს „ლოკომოტივი“ მე-12 ტურში გორის „დილას“ უმასპინძლებს.