„ნაპოლის“ სპალეტი ჩაიბარებს

0
27

„ნაპოლის“ მომავალ სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

La Gazzetta dello Sport ირწმუნება, რომ ნეაპოლელებს ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ლუჩანო სპალეტი უთავკაცებს, რომლის დანიშნვნა პირადად კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა.

სპალეტი „ნაპოლის“ დამრიგებლის თანამდებობაზე ჯენარო გატუზოს შეცვლის, რომელიც სამსახურს იმ შემთხვევაშიც ვერ შეინარჩუნებს თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება.

სპალეტის ხელფასი „ნაპოლიში“ დაახლოებით წელიწადში 3 მილიონი ევრო იქნება. ის ბოლოს მილანის „ინტერში“ (2017-2019) მუშაობდა.