გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულშია

0
12

საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ მეფარე გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. გიორგის გარდა, ხუთეულში კეისი შეფერი, ბონზი კოლსონი, რეიმარ მორგანი და სი ჯეი ჰარისი მოხვდნენ.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ტენერიფე“ დღეს ფრანგულ „სტრასბურს“ შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ნახევარფინალში ისრაელის “ჰაპოელ ჰოლონისა“ და ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ გამარჯვებულ, თად მაკფადენის „ბურგოსის“ წყვილში საუკეთესოს შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები 7 მაისს, ფინალი კი 9 მაისს ჩატარდება.