“დინამოს” მწვრთნელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია განუსაზღვრეს

0
3

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის გიორგი ნემსაძის ასისტენტი ლაშა ჭელიძე დასაჯა.

მას 3-მატჩიანი დისკვალიფილაცია განუსაზღვრეს და 1200 ლარით დააჯარიმეს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში “დინამო” სტუმრად წყალტუბოს “სამგურალთან” 0:2 დამარცხდა.

მატჩის მსვლელობისას ჭელიძესა და წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამო, ნემსაძის თანაშემწე დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ ამ ინციდენტის გამო “სამგურალი” სამ საშინაო თამაშს მაყურებლების გარეშე ჩაატარებს და 5000 ლარს ჯარიმას გადაიხდის.