„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ გავიდა

0
10

ლონდონის „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსებობის ისტორიაში მესამედ გავიდა.

ლონდონელებმა მადრიდის „რეალთან“ სტუმრად პირველი მატჩი 1:1 დაასრულეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 2:0 მოიგეს და 2012 წლის შემდეგ პირველად ევროპის ყველაზე ტურნირის ფინალში „მანჩესტერ სიტის“ შეხვდებიან.

ლონდონში ჩატარებული თამაშში ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა, თავურით გახსნა, როდესაც კაი ჰავერცის დარტყმის შემდეგ, ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო ტიმო ვერნერმა თავით დაამატა – 1:0. ვერნერმა 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

85-ე წუთზე საბოლოო წერტილი მეისონ მაუნტმა დასვა, რომელმაც კრისტიან პულიშიჩის პასი გამოიყენა. მაუნტი 2011 წლის შემდეგ პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გოლი გაიტანა. მანამდე, ეს “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში უეინ რუნიმ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ „ჩელსიმ“ 5 მატჩიდან „რეალს“ 3 მოუგო, ხოლო 2-ჯერ ეს გუნდები დაზავდნენ.

ტუხელი პირველი მწვრთნელია, რომელი ორ სხვადახვა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ 2-ჯერ გავიდა.

გარდა ამისა, ის მე-8 მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2 გუნდი გაიყვანა.

მანამდე, ეს ოტმარ ჰიტცფელდმა („დორტმუნდი“, „ბაიერნი“), ლუის ვან გაალმა („აიაქსი“, „ბაიერნი“), ჟოზე მოურინიომ („პორტუ“, „ინტერი“), იუპ ჰაინკესმა („რეალი“, „ბაიერნი“), კარლო ანჩელოტიმ („მილანი“, „რეალი“), იურგენ კლოპმა („დორტმუნდი“, „ლივერპული“) და პეპ გვარდიოლამ („ბარსელონა“, „მანჩესტერ სიტი“) მოახერხეს.

სხვათა შორის, “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3-ჯერ ისე გავიდა, რომ სეზონის მსვლელობისას მწვრთნელი შეცვალა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 მაისს სტამბოლში გაიმართება და ბოლო სამი წლის მანძილზე მეორედ ერთმანეთს გერმანული კლუბები შეხვდებიან.

უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე 25000 გულშემატკივრის დასწრებას გეგმავს.