ზინედინ ზიდანი: „ფეხბურთში საოცრებები არ ხდება“

0
4

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტუმრად ლონდონის „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩის წინ განაცხადა, რომ ფეხბურთში საოცრებები არ ხდება.

„კარგი შეგრძნება მაქვს. გვიხარია, რომ ამ მატჩში ვმონაწილეობთ და ვიცით მომავალი თამაშისგან რას უნდა ველოდოთ. კარგად გვესმის რა უნდა გავაკეთოთ და წარმატებისთვის მთელ ძალას დავხარჯავთ.

ამ სტადიას თავდაუზოგავი შრომითა და საკუთარ ძალებში რწმენით მივაღწიეთ – მხოლოდ ამით. ფეხბურთში საოცრებები არ ხდება.

ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ როგორც ვიცით, წინ მინიმუმ 90 წუთია. ჩვენ ჩემპიონტა ლიგის ნახევარფინალში ვართ და ეს ყოველ დღე არ ხდება. მოთამაშეები შეხვედრისთვის კარგად მოემზადნენ.

ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. მე მხოლოდ ბურთით ჩვენი მუშაობა მაწუხებს. დანარჩენ ასპექტში გუნდი მზადაა.

ვერ გეტყვით რამოსი ითამაშებს თუ არა. ის გუნდთან ერთადაა, რაც ნიშნავს, რომ მწყობრშია. ის ფაქტი, რომ კაპიტანი და ლიდერი ჩვენთანაა, ეს მთავარია“ – იუწყება ფრანგი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.