“სამგურალი” სამ საშინაო მატჩს გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს

0
3

წყალტუბოს “სამგურალი” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოდევნო სამ საშინაო მატჩს გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს და ჯარიმის სახით 5000 ლარს გადაიხდის.

ამის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება:

“ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს “სამგურალი” მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრების გარეშე გამართავს.

სადისციპლინო კომიტეტმა მიიჩნია, რომ თბილისის “დინამოსთან” მატჩში გულშემატკივარსა და მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნულ ფაქტს საფეხბურთო კლუბი წყალტუბოს “სამგურალი” კატეგორიულად უარყოფს და სადისციპლონო კომიტეტის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
თუმცა, ყოველივე ამას დრო დასჭირდება და შესაბამისად, 7 მაისს “სამგურალისა” და “თელავის” დაპირისპირება ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება”.

შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში “სამგურალმა” შინ “დინამოს” 2:0 აჯობა.