პეპ გვარდიოლა: „უზომოდ ამაყი ვარ“

0
4

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორ მატჩის ჯამში პსჟ-ს დამარცხებით და ფინალში გასვლით უზომოდ ამაყია.

მან ამის შესახებ ლონდონში პარიზელებთან 2:0 მოგებული შეხვედრის მერე გაანცხადა.

„ეს ყველა ჩვენთაგანის და კლუბის გამარჯვებაა. უზომოდ ამაყი ვარ და პირველ ყოვლის იმ მოთამაშეებზე გავიფიქრე, რომლებიც დღეს მოედანზე ვერ გავიდნენ. მათ თამაში დაიმსახურეს, თითოეულმა თავისი წვლილი შეიტანა და წარმატებით დატკბობის დროა. ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ და ფინალისთვის მოსამზადებლად 2-3 კვირა დავიტოვოთ.

პსჟ-ს მოედნის ცენტრში ბევრი მოთამაშე ჰყავდა და პრესინგის გამო პირველ ნახევარში გაგვიჭირდა. შესვენების შემდეგ თამაში შეცვალეთ, ბურთს უფრო ხშირად ვფლობდით და საერთო ჯამში უკეთესად ვმოქმედებდით. 4:1 გამარჯვება გუნდთან, რომელმაც ტურნირიდან „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ გამოთიშა, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

პსჟ თავის ჩემპიონატს ყოველ წელს იგებს, ეს გუნდი გამარჯვებისთვისაა შექმნილი და ბოლომდე იბრძოლა. თუმცა, მთელი კოლექტივით ვიბრძოლეთ და ფინალში გავედით. ხალხი ფიქრობს, რომ ფინალში მოხვედრა ადვილია. იქ გასვლამ ბოლო 4-5 წლის მანძილზე ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოს აზრი შესძინა.

ეს ბიჭები ყოველ დღე ერთ დონეზე მუშაობდნენ, რაც საოცარია. ტურნირიდან შესაძლოა წვრილმანების გამო გამოეთიშო. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმიტომ მოიგო, რომ ჯონ ტერის ფეხი დაუცდა, ასევე, „ბაიერნი“ ბოლო წუთებზე დაამარცხა.

„რეალმა“ ფინალში „ატლეტიკოს“ 93-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო. ამ ტურნირში გამარჯვება ძალიან რთულია და ცაზე ვარსკვლავების განლაგებას ამასთან რაღაც კავშირი აქვს“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

სტამბოლში 29 მაისს გასამართი ფინალის მეორე მონაწილე დღეს „ჩელსი“ – „რეალის“ მატჩში გაირკვევა. ამ გუნდებს შორის პირველი თამაში მადრიდში 1:1 დასრულდა.