მამარდაშვილს „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში ელოდებიან

0
16

ესპანური ვებგვერდის lavozdelpuchades.com-ის ინფორმაციით, თბილისის „ლოკომოტივში“ იჯარით მოთამაშე მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც კონტრაქტი თბილისის „დინამოსთან“ აკავშირებს, ზაფხულში „მესტალიას“ შეუერთდება.

აქვე გეტყვით, რომ „მესტალია“ „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდია და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონ B-ში გამოდის.

20 წლის მეკარე „მესტალიაში“ იჯარით ითამაშებს და თუ „ვალენსიას“ მისი შეძენის სურვილი ექნება, მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მამარდაშვილი მხოლოდ „მესტალიაში“ ყოფნით არ შემოიფარგლება და ზოგჯერ „ვალენსიას“ პირველ გუნდთან ერთად ყოფნაც მოუწვს, სადაც მესამე მეკარე იქნება.

lavozdelpuchades.com-ი იუწყება, რომ „ვალენსიას“ ხელმძღვანელებმა ეს მას მერე გადაწყვიტეს, რაც სარეზერვო მეკარეებმა უნაი ეჩებერიამ და ემილიო ბერნადმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარეს.