კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა

0
6

ყაზანის „რუბინის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და 8 მაისს რუსეთის პრემიერ ლიგის მორიგ შეხვედრაში ტულაში ადგილობრივ „არსენალთან“ შესაძლოა ითამაშოს, იუწყება sport.business-gazeta.ru.

ქართველმა ფეხბურთელმა 18 აპრილს „ურალთან“ (1:0) მატჩის პირველ ტაიმში ბარძაყის კუნთი დაიზიანა და არსებობდა რისკი, რომ მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავიდოდა.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა „რუბინის“ მაისურით პრემიერ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა  და 4 გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მან 4-ჯერ თავის გუნდს პენალტი მოუპოვა.

კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 5-ჯერ დაასახელეს, ხოლო 4-ჯერ „რუბინის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.