ჟოზე მოურინიო „რომას“ გაწვრთნის

0
8

„რომას“ მომავალ სეზონში პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო გაწვრთნის. „კლუბი მოხარულია გაუწყოთ, რომ მივაღწიეთ შეთანხმება ჟოზე მოურინიოსთან, რომელიც ჩვენი მთავარი მწვრთნელია 2021-2022 წლების სეზონიდან იქნება“ – იუწყება „რომას“ ინსტაგრამის გვერდი.

ფეხბურთის 58 წლის სპეციალისტი „რომაში“ თანამემამულე პაულუ ფონსეკას შეცვლის, რომელიც კლუბიდან მიმდინარე სეზონის ბოლოს წავა. მისი ხელფასი წელიწადში 7 მილიონი ევრო იქნება.

მოურინიომ ეს სეზონის ლონდონის „ტოტენჰემის“ თავკაცად დაიწყო და 19 აპრილს გაათავისუფლეს.

პორტუგალიელისთვის იტალიის სერია A-ში მუშაობა უცხო არაა. ის მილანის „ინტერს“ 2008-2010 წლებში ხელმძღვანელობდა – გუნდს 2-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.