„პარმა“ სერია A-დან გავარდა

0
6

„პარმა“ იტალიის სერია A-დან სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გავარდა.

34-ე ტურში პარმელები სტუმრად „ტორინოს“ შეხვდნენ და 0:1 წააგეს, მასპინძლებიდან 63-ე წუთზე ერთადერთი გოლი მერგიმ ვოივოდამ გაიტანა.

„პარმა“  20 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა და მე-17 ადგილზე მყოფ „კალიარის“ 12 ქულით ჩამორჩება, მაგრამ სარდინიელებთან პირად შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს.

„პარმა“ სერია A-ში გატარებული 3 სეზონის შემდეგ ისვე სერია B-ში დაქვეითდა. მაანმდე, იტალიის უმაღლეს დივიზიონს „კროტონე“ დაემშვიდობა.