მოურინიო: „ჩვენ გვსურს, რომ უახლოეს წლებში წარმატებული პროექტი შევქმნათ“

0
4

ჟოზე მოურინომ „რომას“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ აღნიშნა, რომ შეთავაზებას კლუბის ამბიციიდან გამომდინარე დათანხმდა.

„მადლობა ფრიდკინების („რომას“ მფლობელები, რედ.) ოჯახს, რომ ამირჩიეს, რათა  ამ საუცხოო გუნდს სათავეში ჩავუდგე და მათი გეგმის ნაწილი ვიყო.

მფლობელებთან და კლუბის გენდირექტორ ტიაგუ პინტუსთან შეხვედრის შემდეგ, „რომას“ ამბიცია მაშინვე გავიგე.

ეს სწორედ ის ამბიცია და მისწრაფებაა, რომელიც ყოველთვის მოტივაციას მაძლევდა. ჩვენ ყველას გვსურს, რომ უახლოეს წლებში წარმატებული პროექტი შევქმნათ.

„რომას“ გულშემატკივრების დაუჯერებელმა ჟინმა დამარწმუნა, რომ ამ სამუშაოს დავთანხმებოდი და მომავალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. ამავე დროს, პაულუ ფონსეკას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს „რომას“ ოფიციალური ვებგვერდი.