მაურისიო პოჩეტინო: „ნამდვილი ბრძოლა იქნება“

0
5

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო „მანჩესტერ სიტისთან“ სტუმრად გასამართ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში ნამდვილ ბრძოლას ელოდება.

არგენტინელი სპეციალისტი ტრავმირებული კილიან მბაპეს თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ფორვარდმა ინდივიდუალურად ივარჯიშა, ხოლო მომავალ შეხვედრაში მისი მოედანზე გაყვანა-არგაყვანის საკითხს თამაშის დღეს გადაწყვეტენ.

„ჩვენ დიდი შემადგენლობა გვყავს და დავალების შესრულება ყველა მოთამაშეს შეუძლია. თუ კილიანი ვერ ითამაშებს, ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რომ მოგებას ვეცადოთ.

ჩვენი მიზანია მეტოქეს ბურთი რაც შესაძლოა ნაკლებად ჰქონდეს. მოთამაშეთა ხარისხის გათვალისწინებით ბურთის „დაჭერა“ ჩვენს გუნდსაც უყვარს, თუმცა ბურთის ფლობასა და გარდამავალ ფაზებს შორის ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ. აგრსიულად ვითამაშებთ და საგოლე მომენტების გამოყენებას ვეცდებით. ორი გოლი უნდა გავიტანოთ. ნამდვილი ბრძოლა გველოდება. რთული იქნება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ასეთ თამაშში კონკრეტულად რა უნდა გააკეთო, ამის გათვლა რთულია. რამე პროგნოზის გაკეთება ძნელია. ფეხბურთი ის თამაშია, რომელსაც შეუძლია ყოველთვის გაგაკვირვოს.

მატჩის მსვლელობისას შესაძლოა წამრმოიშვას ვითარება, რომელსაც კარგად უმკლავდები, რადგან ამაზე სეზონის განმავლობაში მუშაობდი. ეს კონკრეტული მეთოდია, მთელი ფილოსოფია და გუნდი ამ სიტუაციასთან გასამკლავლებად მზადაა“ – ციტირებს პოჩეტინოს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალში სახლში „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 წააგო.