ხავი მარტინესი „ბაიერნიდან“ მიდის

0
7

ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის „ბაიერნიდან“ წავა.

ამის შესახებ გერმანული გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მარტინესს „ბაიერნთან“ 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა ხელშეკრულება, რომლის გაგრძელება მიუნხენელთა ხელმძღვანელებმა არ ისურვეს.

ესპანეთის ნაკრების ექსნახევარმცველი „ბაიერნში“ 2012 წელს ბილბაოს „ატლეტიკიდან“ გადავიდა და 23 ტიტული მოიპოვა.

მან 8-ჯერ გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, 5-ჯერ გერმანიის თასი და 4-ჯერ სუპერთასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

აღსანიშნავია, რომ მარტინესი გერმანიის ჩემპიონატის რეკორდსმენის მოგებული და წაგებული მატჩების თანაფარდობით.

მან “ბაიერნის” მიერ ჩატარებული შეხვედრების 82,5 პროცენტში გაიმარჯვა – ეს საუკეთესო შედეგი იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც ჩემპიონატში მინიმუმ 100 თამაში ჩაატარეს.