ევროპა ლიგის ფინალს გულშემატკივრები დაესწრებიან

0
6

ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი მაყურებლების თანდასწრებით ჩაივლის, იუწყება უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

პოლონეთის მთავრობა მიესალმა უეფას წინადადებას, რომლის თანახმად გდანსკის სტადიონს ქომაგებუ 25 პროცენტით შეავსებენ. შესაბამისად, მომავალ ფინალს, რომელიც 26 მაისს ჩატარდება, 95000 გულშემატკივარი დაესწრება.

უეფას ოფიციალურ გვერდზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ფინალზე დასწრების მსურველებისთვის ბილეთის მინიმალური ფასი 40 ევროა, ხოლო მაქსიმალური 130 ევრო.