ბერიძის პირველი ტიტული

0
3

გიორგი ბერიძემ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

„უიპეშტმა“, სადაც ბერიძე გამოდის, უნგრეთის თასის ფინალში მინიმალური ანგარიშით „ფეჰერვარი“ დაამარცხა, რომლის ღირსებას ბუდუ ზივზივაძე იცავს.

მატჩის ძირითადი დროს გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო 101 წუთზე „უიპეშტის“ რიგებში გამარჯვების გოლი ლირიმ კასტრატიმ გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო – ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბერიძემ მოედანი 114-ე წუთზე დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ “ფეჰერვარმა” თამაში 9 კაცით დაასრულა – რადგან მეორე ყვითელი ბარათის გამო მოთამაშე ჯერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გაძევეს, შემდეგ ანალოგიური მიზეზით 97-ე წუთზე.

„უიპეშტმა“ არსებობის მანძილზე ქვეყნის თასი მეთერთმეტედ მოიგო, ხოლო ბერიძემ პირველი ჯილდო მოიპოვა,

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე 4-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.