„ვალენსიამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

0
5

საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხავი გრასია დაითხოვეს.

ამის მიზეზი გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ცუდი შედეგია – „ვალენსია“ ბოლო ექვსი მატჩიდან 3 წააგო და ამდენივე ფრედ დაასრულა. გუნდი სატურნირ ცხრილში მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულა აშორებს.

გრასია „ვალენსიაში“ 2020 წლის ივლისიდან მუშაობდა. მის ნაცვლად გუნდს სეზონს სალვადორ გონსალეს ვორო დაასრულებინებს, რომელიც მანამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

ვორო „ვალენსიაში“ 18 წელია მუშაობს და მთავარი მწვრთნელის მოვალეობა არაერთხელ შეუსრულებია.