შერმადინის მოკრძალებული შედეგი და ტენერიფელთა მარცხი

0
4

„ლენოვო ტენერიფემ“, რომელშიც გიორგი შერმადინი გამოდის, ესპანეთის ჩემპიონატის 35-ტ ტურში მოულოდნელად „ფუენლაბრადასთან“ სტუმრად დიდი ანგარიშით წააგო – 65:98.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე არასრული 17 წუთი გაატარა.

მას საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, რაც ტენერიფელთა მიერ ნაჩვენებ საბოლოო შედეგზე აისახა.

შერმადინმა 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა. მან 6-დ 2 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან 3 საჯარიმო ტყორცნა გაოიყენა.

„ლენოვო ტენერიფე“ 26 გამარჯვებითა და 8 მარცხით 19-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.