შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის გამოკითხვაში ლიდერობს

0
4

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს გამოკითხვა სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად. ხმის მიცემა 27 აპრილს დაიწყო და დღევანდელი მონაცემებით (3 აპრილი, 15:30) პირველ ადგილზეა „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელიც მართლაც მაღალ დონეზე ატარებს სეზონს.

როგორც რიცხვები გვიჩვენებს, საუკეთესოს ტიტულისთვის მთავარი ბრძოლა სწორედ შერმადინსა და „რეალის“ ცენტრ ტავარეშს შორის მიმდინარეობს.

ფანების გამოკითხვა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა 14 მაისამდე გაგრძელდება. გამოკითხვაში მონაწილეობას ესპანეთის პირველობის („ლიგა ენდესა“)  მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები იღებენ.

ამ ოთხი სეგმენტიდან თითოეულს (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით.

გამოკითხვის ორგანიზატორებმა დაასახელეს სამი დღე, როდესაც თითო ხმა ორად ითვლება. ეს დღეებია: 3, 7 და 10 მაისი (13-დან 23 საათზე თბილისის დროით).

გამოკითხვა წარმოებს Instagram-ისა Tweeter-ის გვერდებზე. ხმის მიცემისთვის უნდა შეხვიდეთ აღნიშნულ სოცქსელებში ან ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე (ACB.COM) და შესაბამისი გამოკითხვის ბანერის ქვეშ დაწეროთ კომენტარი #MVPMovistar Giorgi Shermadini. გამოკითხვაში მონაწილეობენ ასევე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელები –  თად მაკფადენი და კონერ ფრენკამპი.

გამოკითხვა იწარმოებს ასევე ესპანური ლიგის სპეციალურ აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებს ტელეფონიდან შეგეძლებათ.