მესის 50-ე ზუსტი საჯარიმო და „ბარსელონას“ მნიშვნელოვანი სამი ქულა

0
5

„ბარსელონამ“ ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში სტუმრად „ვალენსიასთან“ თამაში შემოატრიალა და ისევ საჩემპიონო რბოლაშია.

განვლილი შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო 50-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით ვალენსიელთა მცველმა გაბრიელ პაულისტამ გახსნა.

57-ე წუთზე, მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა – სილესენმა ბურთი მოიგერია, მაგრამ პედრის დამატების შემდეგ, მესის გოლის გატანის შანსი ისევ ჰქონდა და გამოიყენა.

63-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა სტუმრები დააწინაურა, 69-ე წუთზე კი, მესიმ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. 83-ე წუთზე კარლოს სოლერმა ანგარიში შეამცირა და საბოლოოდ, „ვალენსია“ დამარცხდა.

მესიმ „ბარსას“ მაისურით ყველა ტურნირზე საჯარიმოს შესრულების მერე 50-ე გოლი მიითვალა. სხვათა შორის, მან სტანდარტულიდან „ვალენსიას“ პირველად გაუტანა.

მესიმ კარიერაში პენალტი 29-ედ ვერ გამოიყენა (მატჩის შემდეგ პენალტების სერიის გათვალიწინებით). მან სულ 132 თერთმეტმეტრიანი შეასრულა,

მესი გაცუდებული პენალტების რიცხვით კრიშტიანუ რონალდუს გაუტოლდა – პორტუგალიელმა 170 თერთმეტმეტრიანი დაარტყა.

მესი 28 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია და 7 გოლით ასწრებს მეორე ადგილოსან „რეალის“ ფრანგ ფორვარდ კარიმ ბენზემას.