„რუბინმა“ კვარაცხელია 30 მილიონად შეაფასა

0
6

„რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდ კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას შეელევა.

„ჩვენი ფასი ხვიჩაზე 30 მილიონი ევროა“ – განაცხადა იაროვინსკიმ.

რუსულ და უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რუბინს“ კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე ევროპულმა ტოპ-კლუბმა მიმართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა, რომელიც ამჟამად ტრავმირებული, მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა და 4 პენალტი გამოიმუშავა. მას ყაზანელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.