„რეალმა“ „ოსასუნას“ სძლია და წაუგებელი სერია გაახანგრძლივა

0
7

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთი ლა ლიგის 34-ე ტურში „ოსასუნა“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.

მატჩის 76-ე წუთზე ისკოს პასით ანგარიში ბრაზილიელმა მცველმა ედერ მილიტაომ გახსნა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა. მანამდე, მან თავი 20 იანვარს „ალკოიანოსთან“ სათასო შეხვედრაში გამოიჩინა.

მე-80 წუთზე „რეალის“ ნახევარმცველმა კაზემირომ სტუმართა კარის ბადე მეორედ შეარხია და თავის გუნდს 3 ქულის აღება გაუნაღდა. მან ბენზემას გადაცემა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ბენზემამ ლა ლიგაში ბოლოს 3 თვის განმავლობაში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ევროპის ტოპ-5 ლიგაში ფრანგ ფორვარდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტან ლიონელ მესის აქვს – 14 გოლი და 7 პასი.

„რეალს“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 19 შეხვედრაა არ წაუგია – 13 გამარჯვება და 6 ფრე.