გერმანიის თასის ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია.
დორტმუნდის „ბორუსიამ“ თავის მოედანზე მეორე ბუნდესლიგის „ჰოლშტაინ-კილი“ 5:0 გაანადგურა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მასპინძლებიდან დუბლი რეინამ შეასრულა, ხოლო თითო გოლი როისმა. ტორგან აზარმა და ბილინგემმა გაიტანეს.
დორტმუნდელები თასისთვის გადამწყვეტ მატჩში „ლაიფციგს“ დაუპირისპირდებიან, რომელმაც მანამდე ბრემენის „ვერდერს“ სტუმრად 2:1 აჯობა.
გერმანიის თასის ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ 13 მაისს ჩატარდება.